13 150 ინფიცირებული და 35 გარდაცვლილი - 31 იანვრის კოვიდსტატისტიკა

ომიკრონი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 45 623 კვლევა ტესტით, მათ შორის, 27 148 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 475 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 13 150 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 175 923 შეადგენს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 30 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 28.82%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 20.75% ხოლო 7 დღის მანძილზე - 23.80%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 8 503 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 009 778. კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 980 პირი ემსხვერპლა.