1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
10-წლიანი უშვილობის გამართლებული მოლოდინი - მომღერალ ლევან წვერავასა და მის მეუღლეს, ნინი კენჭიაშვილს ვაჟი შეეძინათ, ამას კი მტკიცე რწმენასა და ღვთიურ სასწაულს უკავშირებენ.
როგორც მომღერალმა „ღამის პრაიმ ტაიმში“ თქვა, საქართველოში თითქმის ყველა სალოცავი მოვლილი აქვთ.
„ჩემი პირადი სასწაული არის ჩემი შვილი, რომელიც 10 წლის შემდეგ დაიბადა. საქართველოში არ არის სალოცავი, რომელზეც ყური მომიკრავს და არ მივსულვართ. არც ერთი წამი ჩემს თავში არ გავლებულა, რომ შვილი არ მეყოლებოდა.
ნინის სამედიცინო პროცედურამდე მომდის მესიჯი, ჩემი ძალიან ახლობელი, ქუთაისელი გოგონაა, ვიცი თქვენი პრობლემა და განვიცდი, ასე რომ გხედავთო... ჩემზე მინდა გითხრა, ინვიტრო გავიეკთე, საფრანგეთშიც ვიყავი, მაგრამ დირბის დედათა მონასტერი მოვილოცე და გთხოვთ, თქვენც წადითო. მე და ნინი მეორე დღეს წავედით, ნინის მარგალიტები ჰქონდა და ის ღვთისმშობლის ხატთან დატოვა, შეუთქვა ხატს და რომ ჩამოვედით, ძალიან მალე გავიგეთ, რომ ფეხმძიმედ იყო.“ - ამბოპბს მომღერალი.