VIDEO: „საერთო ბარათს იყენებდნენ... ნელის გენერალური მინდობილობა ჰქონდა“ - ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა

ნეკა და ნიკა

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ბასილაშვილის დედამ, ნატალია ნაჭყებიამ სასამართლოს ჩვენება მისცა.

მისი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილს ნეკასთვის ბარათი არასდროს დაუბლოკავს.

„ვიცი, რომ ნელის და ნიკას საერთო ბარათები ჰქონდათ, რომლითაც სარგებლობდა ნელი. აკრძალვის თაობაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს და არ წარმომიდგენია, რომ ოდესმე ნიკას აეკრძალა ნელისთვის ბარათის გამოყენება.

მეტიც, მინდა გითხრათ, რომ ნელის ჰქონდა გენერალური მინდობილობა. მას ყველა ინფორმაციაზე - ფინანსური, საბანკო, ოპერაციისთვის, საშემოსავლო სამსახურისთვის ჰქონდა წვდომა. თუ ნიკა ვერ იცლიდა საშემოსავლოს დეკლარაციის შესავსებად, ყოველთვის საქმის კურსში ვაყენებდი რომ ეს თემა შეესწავლა და შემდეგ დახმარებოდა.ნიკას ამ პრობლემების მოგვარებაში.“ - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილის დედა.