არა მხოლოდ მზის დაბნელება: რატომ გახდება 2026 წლის 12 აგვისტო წლის მთავარი ასტრონომიული დღე
1786480007
ბუღალტერმა, 3 წლის განმავლობაში სკოლის კუთვნილი 142 ათასი ლარი მიითვისა. 28 წლის ნინო ჯანგველაძე, ადიგენის რაიონის სოფელ დერცელის სკოლის ბუღალტრად 2016 წელს მივიდა, სამ წელში კი მოსწავლეებისთვის განკუთვნილი თანხის მოპარვა დაიწყო.
სხვადასხვა ოდენობის თანხას, ჯანგველაძე სკოლის ბიუჯეტიდან ჯერ საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა, შემდეგ კი აზარტული თამაშებისთვის და გართობისთვის იყენებდა.
დიდი ოდენობით ფულის გაქრობა, დერცელის სკოლის დირექტორმა 3 წლის შემდეგ შეამჩნია და მონაცემები ბანკში გადაამოწმა. აღმოჩნდა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, სკოლის ბიუჯეტიდან თანხა არაერთხელ გამქრალა.
სავარაუდო, დამნაშავე უკვე დაკავებულია და წინასწარი პატიმრობაც მისჯილი აქვს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში კი 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.