დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე წლის წინ, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა, კატერინა ტიხონოვამ ბავარიის სახელმწიფო ბალეტის ყოფილ სამხატვრო ხელმძღვანელთან, იგორ ზელენსკისთან შექმნა ოჯახი და ბოლო რამდენიმე წელია მასთან ერთად ცხოვრობს.
„პრამიმტაიმმა“ მოიძია ინფორმაცია, რომ იგორ ზელენსკი ქართველ ბალეტმაისტერ და პედაგოგ ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლე იყო.
აღმოჩნდა, რომ იგორ ზელენსკი, წარმოშობით რუსია ქართული ფესვებით და არ მოიაზრება, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნათესავია.
ეკატერინე ტიხონოვას მეუღლემ, იგორმა, გასულ თვეში, ბავარიის სახელმწიფო ბალეტი დატოვა, როგორც ჩანს, მას შემდეგ, რაც უარი თქვა უკრაინაში პუტინის სისხლიანი ომის დაგმობაზე.
იგორ ზელენსკი, რომელიც, ამჟამად, 52 წლის არის, წამყვანი პროფესიონალი ბალეტის მოცეკვავე და მთავარი რეჟისორია, რომელიც ბოლო დრომდე, ბავარიის სახელმწიფო ბალეტს ხელმძღვანელობდა.
იგორ ზელენსკი დაიბადა 1969 წლის 13 ივლისს ქ. ლაბინსკში (კრასნოდარის მხარე). რამდენიმე თვის შემდეგ ოჯახი, საქართველოში, კერძოდ, თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.
1987 წელს დაამთავრა თბილისის საბალეტო სკოლა (ვახტანგ ჭაბუკიანის კლასი) - სსრკ სახალხო არტისტ ვახტანგ ჭაბუკიანის მოსწავლე იყო. 1985 წლიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სტაჟიორია.
1987-1988 წლებში ვარჯიშობდა ლენინგრადის ვაგანოვას სახელობის ქორეოგრაფიულ სკოლაში (სელიუცკის კლასი). 1988 წლიდან - მარიინსკის თეატრის ჯგუფში, 1991 წლიდან - სოლისტი.
ხუთი წლის განმავლობაში იყო „New York City Ballet“ -ის სოლისტი იყო. ასრულებდა რომეოს პარტიას (რომეო და ჯულიეტა) და ზიგფრიდი (გედების ტბა).
ის მოღვაწეობდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ლონდონის სამეფო ბალეტთან ერთად, „ლა სკალაში“ - მილანში, მიუნხენის სახელმწიფო ოპერასა და ნიუ-იორკის ბალეტთან ერთად.
მისი კარიერის განმავლობაში, პროფესიონალ ბალერინებთან ერთად ცეკვავდა.
ზელენსკი იყო ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2006-2015), ასევე სტანისლავსკის და ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მოსკოვის აკადემიური მუსიკალური თეატრი (2011-2016). 2016 წლიდან 2022 წლამდე ის იყო ბავარიის სახელმწიფო ბალეტის დირექტორი.