„საქართველოს ხმაში“ რეკორდი მოხსნილია — ვინ არის გოგონა, რომელმაც ჟიური და მაყურებელი ერთად მოხიბლა
1747130314
ჩხრეკის დროს ბადრი ესებუას ბესლან ანჩაბაძის სახელზე გაცემული პასპორტი, 3200 ლარი და 50 ვაზნა აღმოაჩნდა - ამის შესახებ ჩხრეკის ოქმშია საუბარი. ინფორმაციას tv პირველი ავრცელებს.
ბადრი ესებუა სოფელ ჯიხაშკარში, ომიანე ჯიქიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს.
საქმის მასალების თანახმად, ბადრი ესებუა ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალში, 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა, 43 მოქალაქე მძევლად აიყვანა, საბოლოოდ კი ტერიტორია ნახევარი მილიონი ლარით დატოვა.
ბადრი ესებუას მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.