VIDEO: „ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ...“ - რა ხდება ნიკოლოზ ბასილაშვილის სასამართლო პროცესზე

პროცესი

ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყებია სასამართლოს ჩვენებას აძლევს.

პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

ბასილაშვილის დედას, ნატალია ნაჭყებიას, ადვოკატმა თეონა გვაზავამ პროცესზე ამ კითხვით მიმართა:

„ნელი დოროყაშვილმა ბრძანა, ვინაიდან ბავშვი დაიბადა ნაადრევად, გარკვეული სახით განვითარების კუთხით: სიმაღლე წონა და ა.შ იწვევდა თქვენში დიდ გულისტკივილს და თქვენ აუკრძალეთ ნელი დოროყაშვილს საუბარი ბავშვის სიმაღლესთან, წონასთან და სხვ. ფაქტორებთან დაკავშირებით. მსგავსს თემაზე თუ იყო საუბარი, მსგავსი აკრძალვა თუ იყო? და შემთხვევით ხომ არ არის ამ მიმოწერებში ამ თემაზე საუბარი“

რაზეც ნატალია ნაჭყებიამ თქვა:

„ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა ჩემს მიმართ. როგორ უნდა დაახასიათო ადამიანი იმაზე დაბალ კატეგორიად, რომ ასეთი რამ ადამიანზე თქვა. რა თქმა უნდა, არ ყოფილა ამაზე საუბარი“