პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
მცირეწლოვანზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, 126-ე მუხლით მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო და პოსტი, სადაც ნიაკო ნოზაძის დედა ია დუდაშვილი, წერს, რომ ქალი მცირეწლოვან ბავშვზე ძალადობდა.
„მაპოვნინეთ ამ ბავშვის მშობლები! სასწრაფოდ გაავრცელეთ, ეს მოძალადე სავარაუდოდ არის ძიძა, უყვიროდა და ურტყამდა ბავშვს!
(შანხაიზე, კალისტრატე ქუთათელაძის 17ა ნომერთან.)
რომ მივედი და ვკითხე რატომ ძალადობდა ბავშვზე - მიპასუხა რომ უზრდელია (1 წლის ბავშვზე მეუბნება ამას) ჯღავის და ვერ ვაჩერებო!
ჯერ შვილიაო, მერე შვილიშვილიო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ესე არ მოექცევა არც დედა და არც ბებო!“, - წერს ია დუდაშვილი.