თბილისის N28-ე საბავშვო ბაღი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1732650338
2 წლის გურჯაანელი ბავშვის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - ძალადობის მსხვერპლი მოზარდი უმძიმესი დაზიანებებით ამ დრომდე რჩება თბილისის ჯეო-ჰოსპიტალსის სარეანიმაციო ბლოკში.
მედიკოსების თქმით, პაციენტს აღენიშნება სილურჯეები, სისხლჩაქცევები და მუცელში სითხე აქვს ჩამდგარი.
ერთ-ერთი ვერსიით, პატარა რამდენიმე თვის განმავლობაში მამის მხრიდან სისტემატური ძალადობის მსხვერპლი იყო.
ირკვევა ისიც, რომ მოზარდს 2 თვის განმავლობაში ხელი ჰქონდა მოტეხილი და არ ჩატარებია არანაირი სამედიცინო დახმარება.
ექიმების თქმით, მდგომარეობა ახლა სტაბილურია, თუმცა მონიტორინგის მიზნით კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
პაციენტი მდგომარეობის სიმძიმის გათვალისწინებით მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. ჩაუტარდა რიგი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები. გამოვლინდა ანემია და კუაგულოპათია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი მკურნალობა. ჩატარებული ინსტრუმენტული კვლევბით მუცლის ღრუსა და პლევრის ღრუში აღენიშნება სითხე. გარეგანად აღენიშნება კანის მრავლობითი დაზიანებები , რომელიც ქირურგის მიერ იქნა დამუშავებული. ამ ეტაპზე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, მდგომარეობის შესაძლო გაუარესების გამო გრძელდება ინტენსიური მონიტორინგი და, შესაბამისად, რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობა- აცხადებს მოზარდის ექიმი.
2 წლის შვილზე ძალადობის საქმეზე მამა დააკავეს. ახალგაზრდაა კაცს გამოძიება შვილის ცემასა და არაადამიანურ მოპყრობას ედავება.
სხეულზე მრავლობითი დამწვრობებითა და ჩაქცევებით ბავშვი გურჯაანიდან თბილისის "ჯეო ჰოსპიტალსში" გუშინ შეიყვანეს.