VIDEO: ჩემი არჩევის პირველივე დღიდან ვსაუბრობ იმაზე, რომ ამნისტია და არამარტო ამნისტია, არამედ სხვა ღონისძიებებიც რომელიც გამოიწვევს პენიტენციური სისტემის განტვირთვას - ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანი

„საქართველო ევროპის მასშტაბით არის პატიმრობის რაოდენობით მეორე ადგილზე. საქართველოში თითქმის 100 ათასი პატიმარია...ჩემი არჩევის პირველივე დღიდან ვსაუბრობ იმაზე, რომ ამნისტია და არამარტო ამნისტია, არამედ სხვა ღონისძიებებიც რომელიც გამოიწვევს პენიტენციური სისტემის განტვირთვას, ეს  აუცილებელი იყო იმისთვის, რომ პატიმრების რაოდენობა შემცირებულიყო “ - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

„უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებსაც პენიტენციური სისტემა გაუწევს რეკომენდაცია. ვისზეც დარწმუნებულები იქნებიან მაღალი ალბათობით, რომ ისინი განმეორებით არ ჩაიდენენ დანაშაულს“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.