1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, აშშ-ის მხრიდან არ მიეწოდა მას მტკიცებულებები, თუ რა გახდა კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი.
„მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ახლა უკვე საჯაროდ იმ მყისიერი რეაგირებისთვის, რაც მოჰყვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თხოვნას შეხვედრის ორგანიზების თაობაზე. ძალიან სამწუხაროა, რომ არის მცდელობა, მაღალმა პოლიტიკურმა ვნებებმა გადმოინაცვვლოს სასამართლოში. სხვანაირად ჩემთვის წარმოუდგენელია ის უპრეცედენტო და გაუგებარი გადაწყვეტილება, რაც მიღებული იქნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მხრიდან სამი მოქმედი მოსამართლის, უვადო მოსამართლის და ერთი ყოფილი მოსამართლის დასანქცირების თაობაზე. სასამართლო წლების განმავლობაში იდგა არაერთი მწვავე გამოწვევის წინაშე, მაგრამ მინდა, ხმამაღლა ვთქვა, რომ არც ერთხელ, არც ერთ ეტაპზე ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი და ხელშესახები მიღწევა არ ყოფილა, როგორც იყო კორუფციისგან თავისუფალი სასამართლო სისტემა.
შესაბამისად, მე ვერ მივიღებ ვერც ერთ განცხადებას სასამართლოში კორუფციის არსებობის თაობაზე. პირადად ჩემი თხოვნის მიუხედავად, მე არ მომეწოდა არათუ დასაბუთებული მტკიცებულებები, არამედ ვარაუდიც კი და მინიშნებები იმის თაობაზე, რა გახდა ჩემი კოლეგების კორუფციაში დადანაშაულების საფუძველი. ამიტომ მე მათ ვუცხადებ სრულ თანადგომას. როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ვიქნები თითოეული ჩემი და ჩვენი მოსამართლის ხელშეუხებლობის და თავისუფლების გარანტორი.
მიუხედავად სახელმწიფოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციისა, რომლიდანაც ერთ-ერთი გახლავთ სასამართლოს სისტემა, ამის მიღმაც ქართული მართლმსაჯულება ყველა მოცემულობით, ყველა ასპექტში, ყველა პარამეტრით წინ უსწრებს არაერთ ჩვენს მეგობარ და მეზობელ ქვეყანას. შესაბამისად, ჩემთვის მძიმე განცდები ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ინფორმაცია არ იქნას გამოყენმებული ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციისთვის მიმავალ რთულ და ძალიან ღირებულ მნიშვნელოვან გზაზე. ჩვენს პარტნიორებთან და მეგობრებთან ყოველთვის ვინარჩუნებდი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, ყოველთვის ვიყავი ფრთხილი და მოზომილი მათთან ურთიერთობაში. მიმაჩნია, დღეს დადგა მომენტი, როდესაც ვითხოვ უკუგებას მათგან. შეცდომა შეიძლება ყველას მოუვიდეს, შეცდომისგან არავინაა დაზღვეული, თუმცა, მიმაჩნია, რომ შეცდომის აღიარება მხოლოდ ძლიერის თვისებაა. აქედან გამომდინარე, ვიტოვებ იმედს, შესაბამისი თანამდებობის ან შესაბამისი უწყებების მხრიდან საკითხი აუცილებლად გადაიხედება. დამატებით ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დადგა ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში, ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ბატონ ირაკლისაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას, აგრეთვე მინიმუმადე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას. კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის და ვფიქრობ, მისი მხარდაჭერა და თანადგომა ძალიან მნიშვნელოვანია დღეს სასამართლო სისტემისთვის“, – განაცხადა ნინო ქადაგიძემ.