1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
ჩვენი ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არ უნახავს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც თან ახლავდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, შესაბამისად, ჩემთვის ეს გადაწყვეტილება დიდ კითხვის ნიშანს აჩენს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის პარტნიორებთან შედგება საუბარი და აღნიშნა, რომ არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება.
„არათუ მე, ჩვენი ქვეყნის არც ერთ მოქალაქეს არ უნახავს არც ერთი მტკიცებულება, რომელიც თან ახლავდა აშშ-ის გადაწყვეტილებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარია. ამის თაობაზე გაეცანით თქვენ საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას და წერილს, რომლითაც მან მიმართა თავის კოლეგას. ვფიქრობ, სიმართლე გაირკვევა. ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება, მე ამის მჯერა.
ეს იყო სიურპრიზი ჩვენთვის. არასოდეს მომისმენია, რომ რაღაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ალბათ პირიქით უნდა მომხდარიყო, თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, მოვისმინოთ. ხაზგასმით მინდა, ვთქვა, მიუღებელია და დაუშვებელია, სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა. ან ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქმედება თუ განცხადება, რომელიც აღქმას, განცდას შექმნის სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას, ეს არის დაუშვებელი. ხელისუფლებები, მთავრობები აკეთებენ ყველაფერს, რომ მაქსიმალურად გააძლიერონ სასამართლოების დამოუკიდებლობა. ყველა ქვეყანაში ეს არის ერთგვარი ტაბუ, რომ არ შეიძლება, მიუღებელია, უკანონოა მოსამართლეზე ზეწოლა და სასამართლოში ჩარევა. ჩვენ ამ პოლიტიკას მივსდევთ, როგორც მთავრობა და ამ პოლიტიკას, რა თქმა უნდა, გავაძლიერებთ კიდევ უფრო მეტად და განვამტკიცებთ. ჩვენი საერთო სურვილია, რომ კიდევ უფრო მეტად თავისუფალი, დამოუკიდებელი და ძლიერი სასამართლო გვქონდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.