1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2012 წლამდე სასამართლო იყო ერთი ადამიანის მიერ მართული, რეალურად, პროკურატურის დანაყოფი.
ღარიბაშვილის თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სასამართლო გახდა თავისუფალი და დამოუკიდებელი.
„მინდა, შევახსენო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს და ყველას, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, როგორც იტყვიან, აბსოლუტურად დღესავით ნათელი გახდა ის ახალი რეალობა, რომელიც შეიქმნა, როგორც დღე და ღამე განსხვავდება, ასეთი სასამართლო ჩავიბარეთ 2012 წელს. სასამართლო, რომელიც იყო, ბოდიში მინდა მოვიხადო ამ სიტყვის გამოყენებისთვის, მაგრამ რეალურად, კარგად ვიცით, რომ ეს იყო ერთი ადამიანის მიერ მართული. კერძოდ, ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის და იუსტიციის მინისტრის, ადეიშვილის მიერ, რომელიც ამავდროულად იყო მთავარი პროკურორი და სასამართლოსთვის ინსტრუქციისმიმცემი. სასამართლო იმ დროისთვის იყო რეალურად პროკურატურის დანაყოფი. ჩვენ ეს რეალობა დავასრულეთ, როცა მოძალადე რეჟიმს ქართველმა ხალხმა უთხრა უარი. იმ დღეს, როცა „ქართული ოცნება“ გახდა ქვეყნის მმართველი, სასამართლოც გახდა თავისუფალი, დამოუკიდებელი.
ასევე, მახსოვს ჩვენი საუბრები ჩენს უცხოელ პარტნიორებთან, მეგობრებთან, მათი რეკომენდაცია იყო, რომ მოსამართლების მიმართ ჩვენ აბსოლუტურად არავითარი ზომები არ უნდა მიგვეღო და რა თქმა უნდა, ჩვენ არც არაფერი გაგვიკეთებია. პირიქით, მოსვლის დღიდან, მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ ჩვენს მოსამართლეებს, სასამართლოს. ასევე მინდა, შეგახსენოთ ისიც, რომ ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, საელჩოების, რომ მომხდარიყო მოსამართლეების დანიშვნა უვადოდ, რაც ასევე ჩვენმა მთავრობამ გააკეთა. ოთხი ტალღა რეფორმების შედეგია ის, რომ დღეს სასამართლო არის აბსოლუტურად ერთ-ერთი სამაგალითო მთელ ევროკავშირში, მე ასე ვიტყოდი. ამას ადასტურებს იგივე რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევები, მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ არის ძალიან გაზრდილი. საერთო, საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე უფრო მაღალია ნდობა ჩვენი მოქალაქეების მიერ ჩვენი სასამართლოს მიმართ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.