ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელი სამხედრო ოპერაციას განაგრძობს - „ცაჰალის“ სამიზნე ქალაქი ღაზის ორი რაიონი, ბეიტ ლაჰია და შეიჰ რავანია

ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელი სამხედრო ოპერაციას განაგრძობს - „ცაჰალის“ სამიზნე ქალაქი ღაზის ორი რაიონი, ბეიტ ლაჰია და შეიჰ რავანია

ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში ისრაელი სამხედრო ოპერაციას განაგრძობს. "ცახალის" სამიზნე ქალაქი ღაზის ორი რაიონი, ბეიტ ლაჰია და შეიჰ რავანია. კონფლიქტის ზონაში იერიშებს დღეს 88 ადამიანი ემსხვერპლა.

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციას შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო. 15 წევრისგან შემდგარმა საბჭომ კენჭი უყარა რეზოლუციას, რომელიც ღაზას სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ, უპირობო და მუდმივ შეწყვეტას ითხოვდა.

რეზოლუციის წინააღმდეგ მხოლოდ შეერთებული შტატები იყო, რომელმაც, როგორც საბჭოს მუდმივმა წევრმა, ვეტო-ს უფლება გამოიყენა. ისრალის ძალები დარტყმებს ლიბიაში და სირიაშიც ახორციელებენ. ლიბანის ქალაქ ტვიროსში იერიშებს 9, სირიის პალმირაში კი 36 მოქალაქე ემსხვერპლა.

იერიშების ფონზე ტერორისტული ორგანიზაცია "ჰესბოლას" ლიდერი ნაემ კასისმი ცეცხლის სრულ შეწყვეტას და ლიბანის სუვერენიტატის დაცვას ითხოვს.