„ერთმანეთთან მეგობრობდნენ, არ ვიცი, ასე როგორ გაიმეტა...“ - სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები
1755117708
ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე თბილისის საქალაქო სასამართლოში ისევ მოწმეების გამოკითხვით გრძელდება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე თენგიზ ბასილაშვილი აძლევს ჩვენებას.
პროცესის დაწყებამდე მედიასთან ნეკა დოროყაშვილმა აღნიშნა, რომ “ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის წევრები სიყალბით და ფაქტობრივი უზუსტობებით ცდილობენ გამოაძვრინონ (ნიკოლოზ ბასილაშვილი).
„ტყუილია, რომ ამერიკაში, რომ ჩავედი არანაირი პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია, იქ მახლდნენ ჩემი მეგობრები..“, – დასძინა ნეკა დოროყაშვილმა.
ყოფილი მეუღლის, ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელი, ნიკოლოზ ბასილაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მასსა და ნეკა დოროყაშვილს შორის დაწყებულ სასამართლო დავაზე დეტალურად მას შემდეგ ისაუბრებს, რაც სასამართლო სხდომები დასრულდება.