ნეკა და ნიკა

საზოგადოება 1768732808

„ოჯახური კონფლიქტი სულ დედამისის გამო იყო... დღეს მე და ნიკას ცივილური, კარგი ურთიერთობა გვაქვს..." - ნეკა დოროყაშვილის გულახდილი ინტერვიუ

ინფლუენსერი და მოდელი, ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი "მადის აღმძვრელი პოდკასტის" მორიგი ეპიზოდის სტუმარი იყო. გულახდილ ინტერვიუში ისაუბრა ხელახლა ნაპოვნ და გაძლიერებულ საკუთარ თავზე, ახალ ამპლუაზე - როგორც ცნობილია, მან მომღერლობა დაიწყო და ახლებურად წარდგა საზოგადოების წინაშე. ასევე ისაუბრა იმ რთულ პერიოდზე, რომელიც გაიარა ნიკოლოზ ბასილაშვილთან დაშორების პერიოდში. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ ჩოგბურთელმა გერმანელ რჩეულს ხელი სთხოვა, ნეკამ კი აღნიშნა, რომ თავადაც ჰყავს საყვარელი ადამიანი, ნიკასთან კი დღეს კარგი ურთიერთობა აქვს.- ძალიან მეცოდება ამ გადმოსახედიდან ჩემი თავიც, ის ბიჭიც და მისი დედაც. მეცოდება ეს ქალბატონი. ახლა აღარ ვარ გაბრაზებული, სულიერად ბევრად განვითარებული ვარ, ვიდრე ოდესღაც ვყოფილვარ. როცა სულიერად მაღლდები, მერე აღარ გინდა, რომ ვინმე დასაჯო, ვინმეს ჭკუა ასწავლო. ერთადერთი, ისევ შენი თავი გინდა გაიძლიერო, უფრო კაი ტიპი გახადო, როცა ნიღბები აღარ გაქვს, ხარ შენ უბრალოდ და კომფორტულად ხარ შენს თავთან... უბრალოდ მეცოდება, რადგან ყველა ადამიანი ცოდოა ზოგადად, როცა შეგიძლია შენი შვილის ოჯახი გაწირო. ცოდო არ არის? შენს ოჯახს და შენს თავს რომ ვნებ და ვერ ხვდები, ცოდო არ ხარ? ამიტომ, ცოდოა და მე შევუნდე... მე ვინ ვარ, ღმერთი გვპატიობს რაღაცებს და ჩვენ არ გვაქვს უფლება, ადამიანებს არ ვაპატიოთ. ღმერთმა შეუნდოს, რაც დააშავა.ოჯახური კონფლიქტი სულ დედამისის გამო იყო. ჩვენ ვიყავით ორი პატარა ბავშვი და კარგად დამუშავებული ვყავდით ორივე. ორივე ვიყავით პატარები, ორივე აგვრია, ფსიქიკურად შეგვარყია, არც მე ვიყავი ისე დალაგებული და დამჯდარი გონების, როგორც ახლა ვარ. მენტალურად ორივე ვიყავით პატარები... ცხოვრებამ მასწავლა ბევრი რამე. ახლა ასეთ ადამიანს ძალიან მარტივად შევხედავდი, მაშინ არ მქონდა ამ ყველაფრის ძალა.მე რაც გამომატარა საზოგადოებამ, ამას არავის არ ვუსურვებ. მე ვიყავი ერთი პატარა გოგო (ის გოგო ჩემთვის პატარა გოგო იყო...), რომელიც არაფერ შუაში იყო, აღმოჩნდა ლაბირინთში და ყველამ გადაწყვიტა, რომ მოდი, ახლა ამას სახე ავახიოთ... ახლა აქედან მივმართავ, უკაცრავად, არ გაქვთ თქვენ მაგის უფლება, რომ ვინმეს სახე აახიოთ. ვის ეგოს ეხებით? არავის აქვს იმის უფლება, რომ სხვის ეგოს შეეხოს. არ იცი, ის რას იზამს, თავს მოიკლავს თუ შენ მოგკლავს... შეიძლება, შენზე დიდი ეგო ჰქონდეს ვიღაცას.... ვინ ხარ, ვიღაც ტილიანი შემოდიხარ, მლანძღავ, მშობლებს მილანძღავ, შვილს... მე გამლანძღეს კი არა, მიწასთან გამასწორეს, საფლავში ჩამდეს... თუმცა არ ეყოთ.ჩემი ბულინგი არ გრძელდება, იმიტომ, რომ მე აღარ ვიღებ. "მკიდია" ახლა. მე ვარ კაი ტიპი და ეს ჩემმა ოჯახმა იცის, ჩემმა საყვარელმა ადამიანებმა იციან და თუ სხვამ არ იცის, ეგ აღარ მაინტერესებს. სხვებისთვის აღარ ვცხოვრობ. მაშინ სხვებისთვის ვცხოვრობდი... მე დიდი ხანი არაა, რაც ჩემი თავისთვის დავიწყე ცხოვრება. შეგიძლია იყო საჯარო პირი, მაგრამ ყველაფერი გააკეთო იქიდან გამომდინარე, შენ რა გინდა, შენ როგორ მოგწონს, შენ რა გაბედნიერებს. როცა შენს თავს უმტკიცებ და არა სხვებს, მაშინ ხარ რეალურად შენ.მე და ნიკას დღეს გვაქვს ცივილური, ნორმალური, კარგი ურთიერთობა. ისე, როგორც ნორმალურ ცივილიზებულ ადამიანებს შეეფერებათ.რეალურად ნეკა არის ძალიან მარტივი, თავისუფალი და ბედნიერი. და ერთი რაღაც სჭირდება ნეკას - უნდა გააღიმოს მამაკაცმა. მეტი არაფერი. ახლა ვიღიმი, ძაან ბედნიერი ვარ, ანუ კარგად არის ყველაფერი... ბევრი ბრძოლა გავიარე, რომ მიმეღო საკუთარი თავის ის ვერსია, როგორიც ახლა ვარ". 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი 1768385134

ნიკოლოზ ბასილაშვილი მიმართვას ავრცელებს

ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა საკუთარ გვერდზე წერილი გამოაქვეყნა: ,,მოგესალმებით ყველას. მოვლენები ისე არ განვითარდა, როგორც მე მსურდა. სამწუხაროდ, ავად გავხდი და ვერ შევძელი ჩემი შესაძლებლობების 100%-ით გამოვლენა, რაც განსაკუთრებით რთულია ავსტრალიაში ასეთი გრძელი მგზავრობის შემდეგ.ახლა რეაბილიტაციას გავდივარ და ველოდები მონპელიესა და როტერდამის ტურნირებს“, - დაწერა მან.

ნიკო

ტაბლოიდი 1766905093

ნიკოლოზ ბასილაშვილი და შარლოტა ჰელენი დაინიშნნენ

ნიკოლოზ ბასილაშვილი და შარლოტა ჰელენი დაინიშნნენ.სასიხარულო ინფორმაციას წყვილი სოციალურ ქსელში „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს:„ჩვენ“, - წერს ნიკოლოზ ბასილაშვილი.ნიკოლოზის მომავალი ცოლი შარლოტა ჰელენა, გერმანელი სპორტსმენია. გერმანელმა გოგონამ ნიკოლოზის თაყვანისმცემლების ყურადღებაც მიიქცია. შარლოტა საქართველოს ხშირად სტუმრობს, იცნობს ნიკოლოზის ოჯახსაც და მეგობრობს ჩოგბურთელის ძმის ცოლთან, მაცო ჩოფიკაშვილთან.გერმანული გამოცემები წერენ, რომ ჩოგბურთელობა შარლოტას ბავშვობის ოცნება იყო და ამ ოცნების ასახდენად ყველაფერს აკეთებდა. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტრავმის გამო ის აქტიური სპორტსმენი ვერ გახდა, თუმცა დარჩა ამ სპორტში და წარმატებით ითავსებს მეგობარი მამაკაცის ასისტენტობას.            View this post on Instagram                       A post shared by Nikoloz Basilashvili (@nikolozbasilashvili)

ვასი

საზოგადოება 1766782740

ნიკოლოზ ბასილაშვილის და კარლოტა ელენას საახალწლო ფოტოები

ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი შეყვარებული, კარლოტა ელენა, რომანტიკულ კადრებს აქვეყნებს.წყვილი სოციალურ ქსელში ერთად იშვიათად ჩნდება.მათი ფოტოები დიდ მოწონებას იმსახურებს. 

ბასილა

ტაბლოიდი 1764660301

VIDEO: ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული ქართულად ამღერდა

ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელმა შეყვარებულმა, კარლოტა ჰელენამ საქართველოში გადაღებული კადრები გამოაქვეყნა. მან ნიკოლოზთან ერთად ქართული სიმღერა „თუკი გესიზმრები“ შეასრულა, რამაც სოციალურ ქსელში დიდი მოწონება დაიმსახურა.ვრცლად ↓           View this post on Instagram                       A post shared by 𝐂𝐀𝐑𝐋𝐎 (@carlottahelena)

ნიკოლოზ ბასილაშვილი / კარლოტა

საზოგადოება 1763587303

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული საქართველოშია

ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული გოგონა კარლოტა ელენა, საქართველოში იმყოფება.მან თბილისის ხედები სოციალურ ქსელში გააზიარა. კარლოტა ხშირად სტუმრობს საქართველოს.

ნეკა ბასილა

ტაბლოიდი 1760898292

„დღეს ნიკა გადასარევი ადამიანია... ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს“ - ნეკა დოროყაშვილი ნიკა ბასილაშვილზე

ინფლუენსერი ნეკა დოროყაშვილი ყოფილი მეუღლის, ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ წერს, სადაც განმარტავს, რომ ყოფილმა წყვილმა ურთიერთობა დაალაგა და დღესდღეობით, არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ.„დღეს ნიკა არაჩვეულებრივი ადამიანია და ჩვენ გადასარევი ურთიერთობა გვაქვს. გთხოვთ, არ დამიწეროთ ცუდი რამ მასზე, დახურეთ ეს თემა. ნუ მწერთ სმს-ებს. ის ჩემი წარსულის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია და მე მადლიერებით ვუყურებ ამ გზას. ჩვენ ვაპატიეთ ერთმანეთს.დღეს მეც მყავს გვერდით საყვარელი ადამიანი და მასაც. ორივე ვინარჩუნებთ პატივისცემას და მეგობრობას ერთმანეთის მიმართ. და რაც ყველაზე მთავარია, მე და ლუკასი ნიკას ყველაზე ნამდვილ გულშემატკივრებად ვრჩებით. პატივს ვცემთ მას და ვაფასებთ მის გზას. ისტორია დაწერა საქართველოს ჩოგბურთის ისტორიაში და მინდა, რომ მისი სახელი კიდევ ბევრჯერ გაჟღერდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ,“ - წერს დოროყაშვილი.

ნკ

საზოგადოება 1760719890

დედა და შეყვარებული ერთად - ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახური ფოტოები სოცქსელს იპყრობს

ქართველი ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში მიმდინარე ATP-ის 250-ქულიანი ტურნირის მონაწილეა. მატჩის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა კადრმა განსაკუთრებული ემოციები გააღვიძა გულშემატკივარში. ტურნირს ნიკოლოზის დედა და შეყვარებული ესწრებოდნენ.  მათი თბილი კადრები სოცქსელს იპყრობს.ცნობისთვის, ნიკოლოზის შეყვარებული კარლოტა ელენაა, რომელიც მუდმივად მის გვერდითაა და წარმატებით ითავსებს ნიკოლოზის ასისტენტობას. 

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი 1759302668

ბასილაშვილი შანხაის მასტერსზე მარინ ჩილიჩს შეხვდება, წარმატების შემთხვევაში მისი შემდეგი მეტოქე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება

შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის ძირითად ბადეში ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი მეტოქე გამოცდილი ხორვატი ჩოგბურთელი, მარინ ჩილიჩი იქნება.ქართველმა პრესტიჟული ტურნირის ძირითად ეტაპზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპის ორი წრე გაიარა, ბასილაშვილმა ავსტრალიელ ტომიჩსა და ამერიკელ სპიცირის მოუგო.მარინ ჩილიჩთან წარმატების შემთხვევაში, ბასილაშვილის მეტოქე ტურნირის 1/16-ფინალურ ეტაპზე ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.ამჟამად ჩილიჩი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 97-ე ადგილზეა, ხოლო ბასილაშვილი 104-ე პოზიციას იკავებს. მათ შორის შეხვედრა პირველ ოქტომბერს ჩატარდება.

basilashvili

სპორტი 1759218018

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ქალაქ შანხაიში მიმდინარე ATP-ის 1000-ქულიანი მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ამერიკელი ელიოტ სპიცირი ორ სეტში – 6:4, 6:4 დაამარცხა და ტურნირის ძირითად ბადეში თამაშის უფლება მიიღო.ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ სეტში ერთხელ შეძლო მეტოქის ჩაწოდების მოგერიება, ხოლო მეორე სეტში – ორჯერ. მატჩის მანძილზე ბასილაშვილმა 4 ეისი შეასრულა და მხოლოდ 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა. მისი მეტოქის ვინაობა ტურნირის ძირითად ეტაპზე მოგვიანებით, წილისყრის შემდეგ გახდება ცნობილი.ამჟამად ქართველი პროფესიონალ მამაკაც ჩოგბურთელთა მსოფლიო რეიტინგში 104-ე ადგილს იკავებს.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი 1759149378

შანხაის მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე ნიკოლოზ ბასილაშვილმა პირველი მატჩი მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის 1000-ქულიანი მასტერსის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველი მატჩი მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი სამ სეტში დაამარცხა – 4:6, 6:3, 6:1.საინტერესოა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩინეთის ჩელენჯერის მერვედფინალში ბასილაშვილმა სწორედ ტომიჩთან წააგო, ამჯერად კი რევანში აიღო. საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ქართველი ამერიკელ ელიოტ სპიცერს (128-ე ადგილი რეიტინგში) შეხვდება. მატჩი 30 სექტემბერს შედგება.ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ამჟამად 104-ე ადგილზეა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

სპორტი 1758802069

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP-ის მიმდინარე რეიტინგში მე-100 ადგილზე გადაინაცვლა

ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის მიმდინარე რეიტინგში კვლავ დაწინაურდა და 2018 წლის შემდეგ პირველად, საუკეთესო მამაკაც ჩოგბურთელთა ასეულში შევიდა.ამჟამად ბასილაშვილი კლასიფიკაციაში მე-100 პოზიციას იკავებს. ქართველი ჩოგბურთელი ჩინეთში, ჯინგშანის ჩელენჯერზე გამოდის და ტურნირის მერვედფინალური მატჩისთვის ემზადება, რომელსაც ბერნარდ ტომიჩთან ჩაატარებს.ნიკოლოზ ბასილაშვილის საუკეთესო მაჩვენებელი მსოფლიო რეიტინგში მე-16 ადგილია. მას ATP-ის უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირი აქვს მოგებული.