თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
1732599801
ზუგდიდში, მესხიას ქუჩაზე მდებარე მინი სტადიონზე ცივი იარაღით მოკლული არასრულწლოვანი მეათე კლასის მოსწავლე, 15 წლის მოზარდი საბა მამფორიაა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ინციდენტი თანატოლებს შორის ურთიერთშელაპარაკებას მოყვა. მათივე თქმით, ჩხუბში რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა.
დაჭრილი მოზარდი შველას ითხოვდა, თუმცა სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს იგი გარდაცვლილი დახვდა.
მეზობლების ცნობით, საბა უკონფლიქტო მოზარდი იყო და არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რას შეიძლებოდა მოჰყოლოდა დაპირისპირება.
გარდაცვლილ მოზარდს მშობლები და და-ძმა ჰყავს. მისი ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.
რაც შეეხება სავარაუდო მკვლელს, პოლიციამ ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა და ისინი სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.
როგორც „პრაიმტაიმს“ შსს-ში უთხრეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველები აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.