ზოდიაქოს 6 ნიშნისთვის 2025 წელი ყველაზე წარმატებული იქნება
1731779211
კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოკლული ახალგაზრდას ვინაობა ცნობილია. იგი 25 წლის გიგა არჯევნიშვილია, რომელიც სოფელ ენისელში ცხოვრობდა. ის საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.
მკვლელობის მოტივზე საუბარი სავარაუდო დამნაშავის ოჯახსაც უჭირს.
მამა ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც მისმა შვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა, დაახლოებით 8 თვეა მასთან კონტაქტი არ ჰქონია, შემთხვევის შესახებ კი ცოტა ხნის წინ გაიგო. რაც შეეხება გვიან ღამით მომხდარ მკვლელობას, მას ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვს. თუმცა მამაკაცი ამბობს, რომ მის შვილსა და მოკლულს შორის წარსულში რაიმე სახის დაპირისპირება არ ყოფილა.
"ჩემი შვილი 8 თვეა არ მინახავს და ვისთან რა საქმე აქვს არც მაინტერესებს. ვერ ვართ ერთმანეთში მამა-შვილი და ვერ ვჩერდებით, მე გავერიდე," - განაცხადა მკვლელობაში ბრალდებულის მამამ, არსენ ისაშვილმა.
სოფელ შილდაში ერთ-ერთ ოჯახში ახალგაზრდები ქეიფობდნენ და სწორედ იქ დატრიალდა ტრაგედია.
მძიმე დაზიანებები აქვს თავად 37 წლის მამაკაცსაც. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კონფლიქტის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მოკლული 25 წლის გიგა არჯევნიშვილის მამა ამბობს, რომ მის შვილს რაიმე სახის კონფლიქტი წარსულში სავარაუდო დამნაშავესთან არ ჰქონია. უფრო მეტიც, ისინი შორეული ნათესავები იყვნენ და ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
„დილას დამირეკა გამომძიებელმა. არანაირი დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონდათ. ბიცოლაჩემის ძმისშვილი იყო. არაფერი არ ვიცი. შილდაში მოხდა“ - ამბობს მოკლულის მამა დავით არჯევნიშვილი.