2025 წლის 2 ყველაზე რთული თვე, როდესაც შესაძლოა, სხვადასხვა დაბრკოლება და უსიამოვნებები შეგვხვდეს
1737295530
ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და კაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.
ვებგვერდი myadvokat.ge -ი განმარტავს, რა შემთხვევაშია დასაშვები წყვილის დაქორწინება და განქორწინება.
დაქორწინებისთვის აუცილებელია საქორწინო ასაკი და დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.
დაქორწინება არ დაიშვება: იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან; პირდაპირ აღმავალი ან დამავალი შტოს ნათესავებს შორის; ბიოლოგიურ და არაბიოლოგიურ და-ძმას შორის; მშვილებელსა და ნაშვილებს შორის; იმ პირებს შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი მხარდაჭერის მიმღებია.
მოქმედი კანონმდებლობა იცნობს ქორწინება შეწყვეტის რამდენიმე ფორმას კერძოდ ქორწინება წყდება, თუ ერთ-ერთი მეუღლე გარდაიცვალა; კანონით დადგენილი წესით ერთ-ერთი მეუღლის გარდაცვლილად გამოცხადებით; განქორწინებით.
განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში ... განაგრძეთ კითხვა