პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ეროვნულმა ბანკმა ბრძანება მიიღო. კომერციულ ბანკებს ე.წ. „საპენსიო სესხის“ გაცემა უიაფდებათ.
ნრძანების მიხედვით, სახელმწიფო პენსიის, სახელმწიფო კომპენსაციის ბენეფიციარების მიმართ არსებული რისკის პოზიცია 75%-ის ნაცვლად, 35% იქნება. სესხის რისკის წონა განსაზღვრავს აღნიშნულ სესხზე კაპიტალის მოთხოვნას.
აღნიშნული ცვლილების შედეგად, ბანკებიც უფრო დაბალ პროცენტში შეძლებენ საპენსიო სესხების გაცემას, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სესხის ფასდადებას კაპიტალის მოთხოვნის გარდა, სხვა ფაქტორებიც განსაზღვრავს, როგორიცაა: დაზღვევის ხარჯები, ბანკის ადმინისტრაციული ხარჯები და ა.შ. ეს ცვლილება არ ნიშნავს იმას, რომ სესხის პროცენტი პენსიონერებისთვის 2-ჯერ შემცირდება.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაში ნათქვამია:
„კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების მიხედვით, ფულადი გასაცემლების ბენეფიციარების მიმართ არსებული რისკის პოზიციები, რომელთა დაფარვის პირდაპირი წყარო არის ფულადი გასაცემლები, უნდა შეიწონოს 35%-იანი რისკის წონით, თუკი კმაყოფილდება რამდენიმე მოთხოვნა:
1. მსესხებელს ფულადი გასაცემლები უნდა ერიცხებოდეს გამსესხებელ ბანკში და ბანკს უნდა ჰქონდეს უპირობო წვდომა (მათ შორის, მსესხებლის ნებართვა), რომ ყოველთვიური გადახდები ავტომატურად ჩამოაჭრას მსესხებელს შესაბამისი ანგარიშიდან;
2. მსესხებლის გარდაცვალების რისკი დაზღვეული უნდა იყოს ბანკის სასარგებლოდ ან ბანკს შექმნილი უნდა ჰქონდეს შესაბამისი რეზერვები აღნიშნული რისკიდან მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგებისთვის;
3. სესხის მომსახურების კოეფიციენტისთვის დაცული უნდა იყოს „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულებით“ განსაზღვრული დასაშვები ნორმები;
4. სესხის მაქსიმალური ვადა უნდა განისაზღვროს ასევე „ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ დებულების“ შესაბამისად.“
ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ ცვლილება სებ-ის მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
შეგახსენებთ, ამჟამად, საქართველოში პენსიით უზრუნველყოფილ კრედიტებს მხოლოდ “ლიბერთი ბანკი” გასცემს. დღეის მდგომარეობით, საპენსიო კრედიტების საბაზრო საპროცენტო განაკვეთი, დაახლოებით, 35%-ია. მთლიანობაში 370,000 პენსიონერს 342 მილიონი ლარის საპენსიო სესხი აქვს აღებული.
წყარო: bm.ge