ცნობილია თარიღი, როცა პენსიონერები სესხს შეღავათიან პროცენტით აიღებენ - დეტალები

sesxi

პირველი იანვრიდან ძალაში შედის გადაწყვეტილება რომლის მიხედვითაც, პენსიონერები სესხს შეღავათიანი პროცენტით აიღებენ.

სიახლის შესახებ დღეს პარლამენტში ირაკლი ზარქუამ და ალეკო ელისაშვილმა ისაუბრეს. მათი თქმით, მიღწეული შედეგი ერთობლივი მუშაობის შედეგია.

„პირველი იანვრიდან, ჩვენს პენსიონერებს მოემსახურება "ლიბერთი ბანკი" უფრო გაუმჯობესებული პირობებით, მათ შორის უფასო თანხის შეტანა-გამოტანა, მათ შორის კომუნალურების გადახდა და რაც მთავარია, ეს არის სესხების ზედა პროცენტი იქნება საპენსიო სესხების 26%. 15%-ს დამატებული ბანკთა შორისი საპროცენტო განაკვეთი, რომელიც დაახლოებით არის 11%-მდე,“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

განცხადება გააკეთა პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.

„საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეს იყო მეორე შემთხვევა, როდესაც საერთო ძალისხმევით შევძელით ის, რომ ბანკი აღარ გაძარცვავს პენსიონერებს 36, 40 და კიდევ უფრო ძვირ პროცენტად და ასეთ არაადამიანურ პროცენტში არა თუ აღარ მისცემს, ვეღარ მისცემს სესხს და მაქსიმალური იქნება, როგორც ითქვა, 26%,“ - აცხადებს ალეკო ელისაშვილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე, ამ დროისთვის, ტენდერში მონაწილე მხოლოდ ერთი პრეტენდენტის დოკუმენტაციაა ჩანს. ეს არის „ლიბერთი ბანკი“, რომლის მიერ შეთავაზებული თანხაც ამ შესყიდვაში 105 მლნ ლარს შეადგენს.

დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებული ბანკი მომსახურებას 7 წლით ვადით – 2023 წლის პირველი იანვრიდან, 2029 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გასწევს.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, 2021 წლის აპრილში, პარლამენტის საკომიტეტო მოსმენისას, საპენსიო სესხების საპროცენტო განაკვეთების დინამიკაზე ისაუბრა და დაასახელა როგორ მცირდებოდა ეს განაკვეთ წლიდან წლამდე.
„2012-2013 წლებში იყო სესხები, რომლებიც 100%-დან 200%-მდე ეფექტური განაკვეთით გაიცემოდა;

2014 წელს სესხები გაიცემოდა 53%-იანი ეფექტური განაკვეთით, თუმცა გარკვეული სესხები – 80%-იანი ეფექტური განაკვეთის ფარგლებში;

2015 წელს საშუალოდ 50%-იანი ეფექტური განაკვეთით გაიცემოდა სესხები, რიგ შემთხვევებში 80%-ის ეფექტური განაკვეთით;

2016 წლიდან მოყოლებული ეტაპობრივად იკლებს პორტფელზე საშუალო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი; 2017 წლის ბოლოსთვის პორტფელზე საშუალოდ 49,6-დან 41,7%-მდე შემცირდა.

2018 წლის მაისიდან ბანკი იწყებს ისევ პროცენტის შემცირებას და 42 ეფექტურიდან 33 ეფექტურამდე მცირდება”, – განმარტა სებ-ის პრეზიდენტმა.

საქართველოში 800 ათასამდე პენსიონერია, მათ თითქმის ნახევარს საპენსიო სესხი აქვს აღებული.