პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების საქმეზე დაკავებულის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს.
35 წლის ლევან მარტიაშვილს გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება.
ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული განზრახ მკვლელობის ნაწილში ბრალს უარყოფს და ამტკიცებს, რომ ის თავს იცავდა. ადვოკატის განცხადებით, ისინი საპატიმრო გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებენ, ამასთან მარტიაშვილის ინტერესების დამცველი მნიშვნელოვან მტკიცებულებაზე - წერილზე საუბრობს.
"მინდა აღვნიშნო მნიშვნელოვანი მტკიცებულება, რომელიც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა დატოვებული - წერილი, რომ იგი აპირებდა ამ ასაფეთქებელი მოწყობილობის პოლიციის განყოფილებაში მიტანას და ჩაბარებას, თუმცაღა არ დაცალდა," - აცხადებს ადვოკატი გიორგი ბარდაველიძე.
შეგახსენებთ, შემთხვევა 3 დღის წინ თბილისის ცენტრში მოხდა. ხელყუმბარის აფეთქების შედეგად მძიმედ დაშავდა 3 პირი.