რას ამბობენ თვითმხილველები ლაღიძეზე მომხდარ აფეთქებაზე

პოლიცია ლენტა

თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შესახებ თვითმხილველები რამდენიმე ვერსიაზე საუბრობენ.

ადგილზე მყოფი პირების ერთ-ერთი ვერსიით, მომხდარში, სავარაუდოდ, მეტადონის პროგრამაში ჩართული პირები ფიგურირებენ.

„ძლიერი აფეთქების ხმა გავიგე. ჩხუბის ხმა არ გამიგია. მეტადონის ცენტრი რომ მანდ არ იყოს, უკეთესი იქნება. იქ სულ ჩხუბია“ , - განაცხადა თვითმხილველმა.

კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, აფეთქებამდე ადგილზე ჩხუბის ხმაც ისმოდა.

„ერთი აფეთქების ხმა გავიგეთ. ფანჯრიდან რომ გავიხედეთ, ჩხუბი და ჩოჩქოლი იყო”, - აცხადებს კიდევ ერთი თვითმხილველი.

ცნობისთვის, აფეთქება ლაღიძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.