„ავერსი“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

თაკო ცერცვაძე

კომპანია „ავერსის“ მარკეტინგის სამსახურის თანამშრომლის, თაკო ცერცვაძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო კომპანია სოციალურ ქსელში სამძიმრის წერილს აქვეყნებს. 

„ავერსი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ძვირფასი თანამშრომლის, კომპანიის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლის თაკო ცერცვაძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო. თაკო 20 წელი იყო „ავერსის“ დიდი ოჯახის წევრი. საუკეთესო კოლეგა და მეგობარი, ორი არაჩვეულებრივი შვილის დედა. განუზომელია ტკივილი, რომელიც მისმა წასვლამ თითოეულ ჩვენგანს მიაყენა. ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს და თითოეულ ავერსელს“, - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

✕