გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
სოფელ ჯიხაშკარში მცხოვრები იმ ოჯახის წევრები, სადაც სამართალდამცველებმა ბადრი ესებუა აიყვანეს, რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ სახლში გაუშვეს და არცერთი მათგანი არ დაუკავებიათ.
"დაკითხეს და დღეს გაუშვეს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ახლა სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ამ ეტაპზე მათი დაკავება მოსალოდნელი არ არის, არც ბრალია წაყენებული. ესენი აქ იმყოფებოდნენ როგორც მოწმეები,“- განაცხადა დავით ჩქოტუამ, რომელიც ომიანე ჯიქიას ადვოკატია.
სწორედ ჯიქიას სახლში მოხდა გამთენიისას ბადრი ესებუას დაკავება.
,,საქართველოს ბანკზე" თავდასხმაში ბრალდებული და ორწლიანი ძებნის შემდეგ დაკავებული ბადრი ესებუა ბრალს არ აღიარებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ძებნილი ბადრი ესებუა სოფელ ჯიხასშკარში გამთენიისას დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.