გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ბადრი ესებუას დაკავების შემდეგ, სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში ამ წუთებში დაკითხვები მიმდინარეობს. სამართალდამცველების კითხვებს პასუხობენ იმ ოჯახის წევრები, სადაც ესებუა იმალებოდა. ომიანე ჯიქიას დაკავებას ჯერჯერობით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ადასტურებს.
როგორც ჯიქიების ერთ-ერთი მეზობელი ამბობს, სპეცოპერაციის შემდეგ შეიტყო, რომ მეზობლად ბადრი ესებუა იმყოფებოდა.
„დილით საქონელი რომ გავდენე, მითხრეს, იქით გასვლა არ შეიძლებაო. დილის 5 საათზე ყოფილა სპეცოპერაცია. ჩემი შვილი რომ ადგა და დაინახა პოლიციელები, მეზობლებთან გადარეკა, რა ხდებაო.
არაფერი, ომიანეს სახლში ესებუა ყოფილა და აიყვანესო. პირველად გავიგეთ, რომ იმ სახლში ესებუა, ან უცხო იყო. არც მსმენია, რომ ნათესაური კავშირი ჰქონდათ. მივდიოდით მათთან, მოხუც კაცს ნემსს ვუკეთებდი. არავინ შეგვინიშნავს...“ - ამბობს მეზობელი.