პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
,,კურიერის" ინფორმაციით, ბადრი ესებუა დააკავეს, ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
ბანკის ყველაზე გახმაურებულ ძარცვაში ბრალდებულის აყვანა გამთენიისას მოხდა, როცა ესებუა ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად, ამ ეტაპზე, არ ადასტურებს. სავარაუდოდ, განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.
თავდასხმა ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის ფილიალზე 2020 წლის 21 ოქტომბერს მოხდა - რამდენიმე საათის განმავლობაში მძევლად იყო აყვანილი 43 ადამიანი. გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმელმა ბანკიდან ნახევარი მილიონი დოლარის წაღება შეძლო