თემურ კალანდაძე ერთ-ერთი წარმატებული კადრია, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს - გომელაური

ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახლად დანიშნული დირექტორი - თემურ კალანდაძე ერთ-ერთი წარმატებული კადრია და მას სხვადასხვა მაღალ თანამდებობაზე მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს.

აღნიშნული კომენტარი შინაგან საქმეთა მინისტრმა ცალკეული მედიასაშუალების ეთერში თემურ კალანდაძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა. 

"მერე, დაუდგინდა ბრალი?! ასე, შეიძლება, მეც მიჩივლოს ვიღაცამ, რომ გომელაურმა მცემა ან შეურაცხყოფა მომაყენა და მე ბრალდებული ვარ, ხელი როცა არ დამიდია? ასე, შეიძლება, ბევრმა უჩივლოს. თემური ნამდვილად ერთ-ერთი წარმატებული ადამიანია, დიდ პატივს ვცემ, ძალიან დიდი გამოცდილება აქვს, უკვე დიდი ხანია მაღალ თანამდებობაზე მუშაობს ეს ადამიანი და უბრალოდ, რატომ მოჰყვა ასეთი რეაქცია? შიდა ქართლში მუშაობდა, იქაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო, გადავიდა კახეთში, კახეთშიც დეპარტამენტის ხელმძღვანელია და ახლა რატომ ატყდა ეს ხმაური? ეს ადამიანი ცუდი ყოფილა თურმე... ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.