სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
1757965444
შს მინისტრი ქუთაისშია. ვახტანგ გომელაური ქალაქში ვერტმფრენით ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა. შს მინისტრი ამ წუთებში შემთხვევის ადგილზეა, სადაც მძარცველს მძევლები ჰყავს გამოკეტილი.
ცნობისთვის, ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალთან, სადაც შეიარაღებული პირია შეჭრილი, საპოლიციო ღონისძიება უკვე სამ საათზე მეტია, რაც გრძელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძევლად რჩება 12 ადამიანი და მათ უვნებლად გამოსაყვანად მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
გომელაურს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.