„თქვენ იღბლის ფავორიტები ხართ“ - ზოდიაქოს ეს ნიშნები 2025 წელს გამდიდრდებიან
1732308365
შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, აბსურდულია გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის გადაყენებას გეგმავდა, როცა ის თანამდებობაზე იყო.
როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, ასეთი ფაქტი არასდროს ყოფილა.
„ისეთი რამეები დამაბრალეს, უფრო მძიმე ბრალდებას ველოდი. ახლა დამაბრალეს, რომ თითქოს თათბირებს ვატარებდი, ვკრებდი ხალხს და ქალბატონი ნინო გვენეტაძე უნდა გადამეყენებინა, თუ არ ვცდები. მე ნამდვილად არ მიყურებია, მაგრამ როგორც მითხრეს, ეს კონტექსტი იყო, რაც „ტვ პირველით“ გადაიცა. ეს არის აბსურდული ტყუილი. არასდროს ყოფილა ასეთი რაღაც. ჯერ როგორ უნდა დამებარებინა გენპროკურორი, მოსამართლეები?! ეს არის სრული აბსურდი, ტყუილია სრულიად! თუ ლოგიკურად შევხედავთ, წლებია უკვე გრძელდება სასამართლოზე ზეწოლა, უსაფრთხოების სამსახურზე, პროკურატურაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროზე და ვფიქრობ, ეს ამის გაგრძელებაა, შეძლება ხვალაც მოიგონონ რამე“, - განაცხადა გომელაურმა.