თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა

ირაკლი ოქრუაშვილი

 თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 20 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ოქრუაშვილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, დაბარების მიუხედავად, არ გამოცხადდა. მას ბრალი გუშინ წარედგინა.

დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.