თურქეთში ძლიერ მიწისძვრას ნგრევა მოჰყვა - ბოლო ცნობები
1761598149
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინეს მებაჟეებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.
უცხო ქვეყნის მოქალაქის ბარგში საეჭვო ნივთიერება რენტგენით შემოწმების შედეგად მიაგნეს. მოგვიანებით, დეტალური შემოწმების დროს კი, ეჭვი დადასტურდა. მებაჟეებმა ჩანთაში ჰერმეტულად დაფასოებული 20-ც კილოგრამზე მეტი მარიხუანა ნახეს.
სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე და 273-ე პრიმა მუხლებით საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.