დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება.
მისი თქმით, განცხადებების ავტორებს შესაბამისი მტკიცებულებები არ წარუდგენიათ, ამიტომ დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავი უნდა შეიკავონ.
„ყველა დაინტერესებულ პირს უნდა მოვუწოდოთ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ამ განცხადებას თუ ვინმე გააკეთებდა, უნდა მოეტანა შესაბამისი მტკიცებულებები. როგორც მოგეხსენებათ, ცენტრ „ემპათიის“ დასკვნა გასაჯაროებული არ არის და შესაბამისად ჩვენ მოკლებული ვართ რაიმე სახის შესაძლებლობას, რომ კომენტარით ვუპასუხოთ ადვოკატის მიერ გაკეთებულ განცხადებას. სახელმწიფო აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლება უზრუნველყოფილი იყოს“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ „იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა და ექსპრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ განაცხადეს, რომ სააკაშვილს ორგანიზმში ვერცხლის წყალი აღმოუჩინეს.