პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დავით აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია რამდენიმე საათს გაგრძელდა. არსებული ინფორმაციით, საუბარია მორიგ ქოლცენტრზე. აღმაშენებლის 75 ნომერში დალუქულია ერთ-ერთი ოფისი, საიდანაც პოლიციამ ტექნიკა ამოიღო.
საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შესაბამისი მოქმედებები განხორციელდა მიღებული შეტყობინების საფუძველზე - იგივე თქვეს სამართალდამცველებმა გუშინ ადგილზეც. მედიაში გუშინვე დაიწერა, რომ დაწესებულება დაკავშირებულია გიორგი ვაშაძესა და დავით არახამიასთან. საჯარო რეესტრის ამონაწერით, შენობა, სადაც დალუქული ოფისი მდებარეობს, კომპანია "მისანის" საკუთრებაა, რომლის ერთ-ერთი მფლობელი, გიორგი ვაშაძის ძმა - დავით ვაშაძეა.
პარალელურად, ოფისში სადაც პოლიცია შევიდა, გავრცელებული ინფორმაციით, ფუნქციონირებს "შპს ლაიონს შვიდი გრუპი", რომლის 100%-იანი წილის მფლობელი, დავით არახამიას ძმა- მიხეილ არახამიაა.
აღსანიშნავია, რომ უკვე გააკეთა საპასუხო განმარტება გიორგი ვაშაძის ძმამ. მისი განცხადებით, მას მხოლოდ შენობის მეორე სართულზე არსებული სასტუმრო ეკუთვნის და ქოლცენტრის არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
"შენობის 25% მეკუთვნის მე, მეორე სართულზე რომ სასტუმროა, ეგ არის ჩემი. შპს-ში დირექტორი იღებს ყველანაირ გადაწყვეტილებას, ვალდებულიც არ არის არავინ ამაზე გააფრთხილოს. დირექტორი სხვა არის, ის აკონტროლებს ამ მმართველ პაკეტს და საერთოდ, რა კომპანიაა, ისიც არ ვიცი, ვის აქვს ნაქირავები.
ქოლცენტრზე არასდროს არაფერი არ მსმენია. წინა მხრიდა საერთოდ არავინ არ მოძრაობდა. გუშინ დამირეკეს სასტუმროდან, რომ ვიღაც მართლწესრიგის ოფიცერი კითხულობდა რა არის ზემოთო. მე საერთოდ ინფორმაცია არ მქონია, რადგან ზემოთ დაკეტილი იყო. ადრე იქ იყო ფრანგული ინსტიტუტი", - განაცხადა დავით ვაშაძემ.