პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც მთელი ღამე სამართალდამცველები მუშაობდნენ რეგისტრირებულია სასტუმრო, რომელიც რეესტრის ამონაწერის მიხედვით, გიორგი ვაშაძის ძმის, დავით ვაშაძის კუთვნილებაა. დავით ვაშაძე წილების 25% ფლობს.
ამის შესახებ ინფორმაცია თავად დავით ვაშაძემ დაადასტურა. მისი თქმით, მას კავშირი აქვს მხოლოდ საკუთარ სასტუმროსთან და გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით არ იცნობს.
„მეორე სართულზე რომ სასტუმროა, ეგ არის ჩემი. დანარჩენი არაფერთან არ მაქვს შეხება. გავიგე რომ ოფისია დალუქული, გამოვალ ადგილზე და გავაკეთებ კომენტარს“, – განაცხადა დავით ვაშაძემ.
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში, სადაც, სავარაუდოდ, ე.წ. ქოლცენტრია განთავსებული, საგამოძიებო მოქმედებებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ატარებს.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ოფისში მოქმედებს ე.წ. ქოლცენტრი, რომელიც „სტატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს და უკრაინის უმაღლეს რადაში ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელს, დავით არახამიას ეკუთვნით.