პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ერთ-ერთ ოფისში საგამოძიებო მოქმედებები, უკვე რამდენიმე საათია, მიმდინარეობს. ტერიტორიიდან დალუქული ტექნიკა გაიტანეს.
როგორც სამართალდამცველებმა წუხელ განაცხადეს, ადგილზე ანონიმური შეტყობინების საფუძველზე მივიდნენ, თუმცა ოფისის კარი დაკეტილი დახვდათ. ამის შემდეგ სამართალდამცველებმა სამაშველო სამსახური გამოიძახეს და მათი დახმარებით მოხერხდა ტერიტორიაზე შესვლა.
რის საფუძველზე მოხდა საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება, უცნობია, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ ოფისში ე.წ. ქოლცენტრი ფუნქციონირებს.
საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს. სამართალდამცველების ნაწილმა, დალუქულ ტექნიკასთან ერთად, ტერიტორია უკვე დატოვა.