საქართველოს პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა

პარლამენტი

საქართველოს პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, სისხლის უანგარო დონაციის მორიგი აქცია გაიმართა.

აქციაში მონაწილეობა პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა მიიღეს.

„ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, ტრადიციულად, ყოველ 6 თვეში ერთხელ, პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ტარდება. დღესაც პარლამენტის წევრებმა და აპარატის თანამშრომლებმა უანგაროდ ჩააბარეს სისხლი, რათა კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ მთელ ქვეყანას, რამდენად მნიშვნელოვანია სისხლის დონაცია. უანგარო დონაცია ჩვენი ქვეყნის ყველა ჯანმრთელი მოქალაქის ვალდებულებაა, რათა დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს შეიძლება გადაუდებლად სჭირდებოდეთ. დარწმუნებული ვარ, მსგავს აქციას საქართველოს პარლამენტში კიდევ მრავალჯერ ჩავატარებთ“, - განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა ლომინაძემ.

პარლამენტში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალურმა ბანკმა ჩაატარა.

✕