პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ჟურნალისტი და ჯგუფ „ვეძებ“-ის დამფუძნებელი თამუნა მუსერიძე 2004 წელს, საბერძნეთში გაყიდულ ქართველ ბიჭზე სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს.
„მეგობრებო ალბათ მთელი ჯგუფი შეძრა გუშინდელმა პოსტმა. 2003 წელს დაბადებული ბიჭი, 2004 წელს საბერძნეთში რომ გაყიდეს. მისი მშობლების გრაფაში მითითებული ადამიანები, გვარად რუხაძეები არ არსებობენ, არ ვიცით საიდან მოვიდა, არ ვიცით სად დაიბადა, არ ვიცით ასე უკანონოდ როგორ გაიყვანეს საზღვარზე.
გავიგეთ, რომ ერთი წლის განმავლობაში იზრდებოდა ძიძასთან, რომელიც სამწუხაროდ 12 წლის გარდაცვლილია. ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი გენეტიკური ტესტია, რისი შეძენის საშუალებაც სამწუხაროდ მას არ აქვს.
თუ ვინმეს სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ ამ კეთილ საქმეში დაგვეხმაროთ“, - წერს თამუნა მუსერიძე და ანგარიშის ნომერს აქვეყნებს:
საქართველოს ბანკი: #GE24BG0000000498748285GEL
თიბისი: #GE34TB7802336080100010
ფეიფალი: https://www.paypal.me/tamarmuseridze