ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ეთერ ლიპარტელიანი

ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია. ქალთა შორის 57 კგ წონით კატეგორიაში ქართველი შეჯიბრების ფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დაეუფლა. 2022 და 2024 წლებში ლიპარტელიანი კონტინენტის პირველობაზე ორჯერ იყო ბრინჯაოს პრიზიორი.

აღნიშნული მედალი საქართველოს ნაკრებისთვის კონტინენტის პირველობაზე მეორეა. გუშინ, 60 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი 21 წლის გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.

დღესვე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლისთვის ლაშა შავდათუაშვილი იბრძოლებს, ოლიმპიური ჩემპიონის მეტოქე საფრანგეთის ნაკრების წევრი ბენჟამინ გაბა იქნება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური ბლოკის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გთავაზობთ.