შანტაჟის მსხვერპლი მოზარდები - დაზარალებულ არასრულწლოვანთა რიცხვი, შესაძლოა გაიზარდოს, გამოძიება კიდევ რამდენიმე მოზარდის საქმეს შეისწავლის

ჰაკერები

არასწრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების გავრცელებაზე დაწყებული გამოძიება, დიდი ალბათობით გამოძიება გავიდა დანაშაულებრივი ჯგუფის კვალზე, რომელიც არასრულწლოვან გოგონებს შიშველი ფოტოების გადაღებას აიძულებს და აშანტაჟებს.

"რუსთავი 2-ზე" გუშინ გასული რეპორტაჟის შემდეგ, "კურიერში" უკვე სხვა მსხვერპლი მოზარდები რეკავენ. ხელწერა იგივეა - სკოლის მოსწავლეებს სოციალური ქსელებით უკავშირდებიან და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით ემუქრებიან.

ინტიმური კადრები საჯარო სივრცეში დადებამდე დამნაშავეების ჯგუფმა ბავშვის დედას გაუგზავნა. მოგვიანებით ყალბი ფეისბუქ გვერდი შექმნა და შვილის შიშველი ფოტოები დედის სახელით გამოაქვეყნა. უცხოეთში მყოფი ქალი ამის გამო საქართველოში სასწრაფოდ დაბრუნდა და პოლიციას მიმართა.

დღეს ცნობილი ხდება, რომ 12 წლის არასრულწლოვანი ერთადერთი არ არის, ვინც სავარაუდოდ ხუთ კაციანი ჯგუფის ინტერნეტ ტერორის მსხვერპლია. სპეციალური საგამოძიებო სამსახური ამბობს, რომ მათ ფაილებში მსგავსი სახის დანაშაულის 15 სხვადასხვა საქმე დევს.

"კურიერი P.S.-ში" გასული რეპორტაჟის შემდეგ, დაზარალებულ არასრულწლოვანთა წრე შესაძლოა გაიზარდოს. სავარაუდოდ, საგამოძიებო ორგანოები შეისწავლიან კიდევ რამდენიმე მოზარდის საქმეს, ვისაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს, ან დამნაშავეთა ჯგუფის შანტაჟის ობიექტები გახდნენ.

როგორ აიძულებენ არასრულწლოვნებს ინტიმური კადრების გაგზავნას და ვინ ასაჯაროებს მასალას ინტერნეტ სივრცეში - "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, საქმის მნიშვნელოვანი დეტალები უკვე დადგენილია.

12 წლის გოგონა ერთ-ერთია იმ დაზარალებულებს შორის, რომელსაც ინტერნეტში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გაუვრცელეს. "კურიერი P.S."-თან მოზარდი ჰყვება, რომ მისთვის უცნობმა პირებმა სოციალურ ქსელში შიშველი ფოტოს გაგზავნა აიძულეს, რომელიც შემდეგ მის დედას და ახლობლებს გადაუგზავნეს. დანაშაულებრივმა ჯგუფმა ინტიმური კადრები ფეიკ ექაუნთით შექმნილი გვერდის მეშვეობით გაავრცელა. გოგონას ოჯახი ყველა დამნაშავის გამოვლენას და მათ უმკაცრესად დასჯას ითხოვს.

გავიდნენ თუ არა სამართალდამცველები სავარაუდო დამნაშავეების კვალზე? გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ჯერ არ ხმაურდება. სპეციალური საგამოძიებო სამსახური "რუსთავი 2-ის" მეშვეობით პოტენციურ დაზარალებულებს საჯაროდ, კიდევ ერთხელ მიმართეს.

არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება და გავრცელება, სასჯელის სახით 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 2022 წლის მარტიდან დღემდე მსგავს დანაშაულებში დაზარალებულად უკვე 15 არასრულწლოვანია ცნობილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

ტრაგედია გორში - ახალგაზრდა კაცს მანქანა დაეჯახა

„ერთ თვალში სრულად დაკარგა მხედველობა...“ -  17 წლის ფეხბურთელს დახმარება სჭირდება

ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს 2023-ის ბოლოს დიდი ბედნიერება ელის – როგორი იქნება დეკემბრის ბოლო პერიოდი/