1762879000
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით მხარი დაუჭირა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებს.
საკითხი სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ წარადგინა.
როგორც მან აღნიშნა, წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებიც ფინანსურ ან სამოხელეო დანაშაულებში იქნებიან მსჯავრდებულები, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ვალდებულები იქნებიან 30 წლის განმავლობაში შეავსონ ფინანსური დეკლარაციები.
„ეს კიდევ ერთი მაგალითია კორუფციული დანაშაულების პრევენციისთვის“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.












