1762879000
თურქეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა გამართა.
თურქული უწყების ცნობით, ჰაკან ფიდანმა და მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ დაწყებული სამძებრო-სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ გაცვალეს ინფორმაცია.
ცნობისთვის, დღეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან კატასტროფა განიცადა სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა „სი-130-მა“, იგივე „ჰერკულესმა“. „ფლაი რადარის“ მონაცემებით, თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან, კონკრეტულად განჯის აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 14:19 წუთზე აფრინდა, რის შემდეგაც ფრენების მონიტორინგის საერთაშორისო პლატფორმაზე განახლებული მონაცემები აღარ იძებნება.
სამხედრო თვითმფრინავი მიფრინავდა დაახლოებით 8 კილომეტრის სიმაღლეზე, 519 კილომეტრი საათი სიჩქარით, რის შემდეგაც ვარდნა დაიწყო. დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩამოვარდნილი თურქული თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.












