პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლის განზრახ მკვლელობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალი უკვე წარუდგინა.
ცოლის მკვლელობისთვის დაკავებული პირის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფაქტებს ვერ იხსენებს, გაოგნებულია მომხდარით და ნანობს. უფლებადამცველმა სულხან კომახიძემ განაცხადა, რომ მისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.
„ბრალის წარდგენა ჯერ არ ყოფილა და არ გვაქვს ინფორმაცია, როდის იქნება, ამაზე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას", - აღნიშნა ადვოკატმა.
შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.