პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქალებზე ძალადობის ფაქტებს დეკანოზი თამაზ ლომიძე ქადაგებისას გამოეხმაურა. სასულიერო პირის განმარტებით, ცოლის მკვლელი კაცები ურწმუნოები არიან და მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, რას იტყვიან მოძღვრები.
„ეკლესია ამას ამბობს ქორწინებაზე და ეს ყველამ იცის, ვინც მორწმუნეა: ცოლი ვალდებულია რიდი ჰქონდეს ქმრისა, პატივს სცემდეს და ემორჩილებოდეს მას, როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე უნდა ემორჩილებოდეს მეუღლე თავის ქმარს. ამას ვიღაც მოჰკრავს ყურს და იტყვის, ცოლები უნდა დაგვემორჩილონ ჩვენ, თვითონ უღმერთოა, ურჯულოა, სასტიკია, ამპარტავანია, ეგოისტია და მხოლოდ ის გაიგონა, რომ ცოლი უნდა დაემორჩილოს თურმე ქმარს, ეს ხომ საშინელებაა.
ეს ხომ არ შეიძლება, ჩვენ მივიღოთ როგორც სახელმძღვანელო. ამას არ ამბობს ეკლესია. შემდეგ პავლე ახალ აღთქმაში უფრო მეტს ავალებს ქმრებს. კაცს უფრო მეტი მოვალეობა აქვს. ამიტომ ეუბნებიან მოციქულები ქრისტეს, თუ მაგდენი მოვალეობა გვაქვს კაცებს, ვის შეუძლია იქორწინოს, ჯობია სულ არ იქორწინოსო. და ნახეთ რა მოვალობაზეა საუბარი: ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, ისე, როგორც ქრისტე ღმერთმა შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მასზე დადო. ანუ ისე უნდა ქმარს ცოლი, როგორც ქრისტემ თავისი მრევლი შეიყვარაო. როგორ შეიყვარა ქრისტემ? თავი გაწირა. ანუ კაცს ისე უნდა უყვარდეს ცოლი, რომ თავიც კი დადოს მისთვის“ - ამბობს დეკანოზი.
ნახეთ სრულად ვიდეოში ⇓
Cancel Preview