პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
თბილისში, მოკლულ ახალგაზრდა ქალს 31 წლის სოფო კვარაცხელიას, ექსპერტიზის დასრულების შემდეგ, ზუგდიდში მამისეულ სახლში, ფიროსმანის ქუჩაზე ჩაასვენებენ.
არსებული ინფორმაციით, ის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მეუღლემ, არასრულწლოვანი შვილების თვალწინ მოკლა.
ქალს ჭრილობები ყელის არეში აქვს მიყენებული.
ცნობისთვის, სოფო კვარაცხელია 2017-2018 წლებში, ზუგდიდის ყოფილი მაჟორიტარის მერაბ ქვარაიას ბიუროში მუშაობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
რამდენიმე წლის წინ ის მეუღლესთან და შვილებთან ერთად საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.
„ძალიან მოწესრიგებული და საქმიანი იყო. შტაბში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ხელმძღვანელობდა. მომხდარით გაოგნებული ვართ... უფროსი ვაჟის პრობლემის გამო გადავიდა სოფო თბილისში,
შვილის გამო გაუჭირდა მუშაობა. იძულებული ვარ, დავტოვო სამსახური და თბილისში გადავიდეო.
მეუღლე გალიდან იყო, სოფოს დედაც გალიდანაა“, - გვითხრს ბიუროს ყოფილმა თანამშრომელმა, დეპუტატმა ირაკლი ბაღათურიამ.
შსს-ში აცხადებენ, რომ პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული პირი შემთხვევის ადგილზევე დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.