„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი საჯარო სკოლიდან გაათავისუფლეს მასწავლებელი, რომელმაც მე-7 კლასის მოსწავლეზე, სავარაუდოდ, იძალადა.
ვიდეოში ჩანს, როგორ ურტყამს პედაგოგი მოსწავლეს თავსა და ხელზე.
ვიდეო გეოგრაფიის გაკვეთილზეა გადაღებული.
„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მასწავლებელს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის შესრულება, ან პატიმრობა ემუქრება.