1767110152
პრემიერ-მინისტრმა, რამდენიმე დღის წინ, ძალიან ვრცლად ისაუბრა სასურსათო პროდუქტების ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამას სჭირდება უფრო სიღრმისეული შესწავლა - ლევან ჟორჟოლიანი
სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს. განკარგულება მთავრობამ სხდომაზე დაამტკიცა.
კომისიის შემადგენლობაში შესაბამისი დარგის მინისტრები, მთავრობის ადმინისტრაციისა და კონკურენციის სააგენტოს წარმომადგენლები იქნებიან.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ შეიქმნება სამთავრობო საკოორდინაციო კომისია.
"პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე დღის წინ, ძალიან ვრცლად ისაუბრა სასურსათო პროდუქტების ფასნამატებთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ამას სჭირდება უფრო სიღრმისეული შესწავლა, რადგან, ხშირად, ფასნამატები არ ექვემდებარება არანაირ ლოგიკას და, შესაბამისად, ეს აისახება მომხმარებელზე.
ამ პროცესის უკეთესი კოორდინაციისთვის შეიქმნა სამთავრობო კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. წარმოდგენილები იქნებიან შესაბამისი დარგის მინისტრები, ასევე მთავრობის ადმინისტრაცია და კონკურენციის სააგენტო,"- აცხადებს ჟორჟოლიანი.











