საქართველოს პოლიციის ატაშეები პოლონეთსა და ესპანეთში წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან ევროპის ქვეყნებში მივლენილი პოლიციის ატაშეები წარმატებული საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშე, პოლკოვნიკი გიორგი გამსახურდია პოლონეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ პოლონეთის პოლიციის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის ოქროს მედლით დააჯილდოვა. გამსახურდიას აღნიშნული ჯილდო პოლონეთის პოლიციის მთავარმა კომენდანტმა, გენერალმა იაროსლავ შიმჩიკმა გადასცა. დაჯილდოების ცერემონია პოლიციის მთავარი კომენდატურის შენობაში გაიმართა. საქართველოს პოლიციის ატაშე, შალვა შუბლაძე კი “წითელი ჯვრის" მედლით დაჯილდოვდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ამ დრომდე, არ ყოფილა შემთხვევა, რომ უცხოელი პოლიციის ატაშე ესპანეთში აღნიშნული ტიპის და მაღალი რანგის მედლით დაჯილდოებულიყო. შალვა შუბლაძეს “წითელი ჯვრის” მედალი, ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ფერნანდო გრანდე მარლასკას ბრძანებით, არსებული წარმატებული საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის გათვალისწინებით გადაეცა.