„აუტანელი" ცოლისგან გაქცეულმა კაცმა პოლიციას დაპატიმრება სთხოვა

მამაკაცი

„აუტანელი" ცოლისგან გაქცეულმა კაცმა პოლიციას დაპატიმრება სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, რომის სიახლოვეს მცხოვრებმა 30 წლის ალბანელმა მამაკაცმა მათ უთხრა, რომ ცოლთან იძულებითი თანაცხოვრება აღარ შეეძლო და ერჩივნა ის დაეპატიმრებინათ. 

საქმე ისაა, რომ მამაკაცი ნარკოდანაშაულის გამო, შინა პატიმრობაში იმყოფებოდა, მას სასჯელის ბოლომდე მოსახდელად რამდენიმე წელი ჰქონდა დარჩენილი.

„ჩემს ცოლთან და ოჯახთან ცხოვრება აღარ შემიძლია. ჩემი სახლი ჯოჯოხეთს დაემსგავსა, მეტი აღარ შემიძლია. ციხეში წამიყვანეთ", - უთხრა პოლიციას 30 წლის ალბანელმა მამაკაცმა. 

ის ციხეში გადაიყვანეს და სასჯელის მოხდას, საკანში გააგრძელებს.