„საქართველო არ დაუტოვებია, სავარაუდოდ ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება“ - ვაჟა მელაძის ადვოკატის პირველი კომენტარი

ვაჟა მელაძე

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა გამოაცხადა. 

ვაჟა მელაძეს ბრალი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე წარუდგინეს.

ვაჟა მელაძესთან ერთად ბრალდებულია კიდევ ორი პირი, მათ შორის, მისი მეუღლე. გამოძიების ინფორმაციით, ვაჟა მელაძე მეუღლესთან და კიდევ ერთ პირთან ერთად ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა.

პრაიმტაიმი“ ვაჟა მელაძის ადვოკატს ზვიად გადელიას ესაუბრა. 

„მე როგორც ვიცი ვაჟა მელაძეს ქვეყანა არ აქვს დატოვებული. საქართველოდ ითვლება, 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, შესაბამისად ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით. შესაძლოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იყოს, ჩემი მონაცემებით მას საქართველო არ დაუტოვებია“, - ამბობს ადვოკატი ჩვენთან საუბრისას.